18:37:28     10-05-2017
არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო პროკურატურამ ორ პირს ბრალი წაუყენა
არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო პროკურატურამ ორ პირს ბრალი წაუყენა. შემთხვევა მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მოხდა.
"მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის რ. რ-ს და გ. ზ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მდებარე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. რ.-მ გ.ზ.-სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან ზ. მ.-ს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0