14:47:14     09-05-2017
აშშ ავღანეთში დამატებით სამხედრო კონტიგენტს უშვებს
Washington Post-ის ინფორმაციით, პენტაგონის მაღალჩინოსნები და პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, დონალდ ტრამპს ავღანეთში, თალიბების განადგურების მიზნით, დამატებით, დაახლოებით 3000-კაციანი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას ურჩევენ.
დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნის მიზეზი, თალიბანის მიერ გახშირებული ავიაიერიშია. დღესდღეობით ავღანეთში NATO-სა და ალიანსის მოკავშირეების 13 ათასი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 400 ამერიკელია, ხოლო 900-მდე ქართველი.
2017 წლის თებერვალში, ავღანეთში ამერიკული ჯარების გენერალ მაჯონ ნიკოლსონმა შეერთებული შტატების სენატის თავდაცვის კომიტეტს მოახსენა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის“ მხრიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე, ავღანეთში განთავსებული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა არსებული ვითარების დეესკალაციისთვის არასაკმარისია.
აპრილში, თალიბანის მიერ დაანონსებული ე.წ. გაზაფხულის თავდასხმების შემდეგ კი, პენტაგონში კიდევ უფრო აქტუალური გახდა სამხედროთა რაოდენობის გაზრდის საკითხი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ოფიციალურად 2014 წელს შეწყვიტა, თუმცა განსაკუთრებული ძალები, ავღანელი სამხედროების მხარდაჭერით, ტერორისტებთან ბრძოლას განაგრძობენ.
0