ბრინჯი ვაშლით, კომშით და გოგრით ბრინჯი ვაშლით, კომშით და გოგრით />


  11:01:53     26-04-2011

ბრინჯი ვაშლით, კომშით და გოგრით

a5288.jpg

მასალა: გოგრა – 600 გრამი, ბრინჯი – 200 გრამი, ვაშლი – 2 ცალი, კომში – 2 ცალი, ქიშმიში – 100 გრამი, ზეთი – 100 გრამი, შაქარი – 100 გრამი, მარილი, მურაბა – გემოვნებით.

გოგრა, ვაშლი და კომში გავფცქვათ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. დავამატოთ ქიშმიში (სასურველია, ქიშმიში წინასწარ შაქრიან წყალში დავალბოთ) და მცენარეული ზეთი. ბრინჯი გავთუთქოთ და ავურიოთ ზემოთ აღნიშნულ მასალაში. ყველაფერი ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, დავაფაროთ ხუფი და შევდგათ ჰაერღუმელში. სუფრაზე მივიტანოთ მურაბასთან ერთად.

0

ავტორი: