10:35:16     08-05-2017
სიღნაღში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან დაჭრეს
კახეთში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან მუცლის არეში დაჭრეს. შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ მაჩხაანში მოხდა. ინციდენტის მიზეზი ადგილობრივთან ურთიერთშელაპარაკება გახდა. ამ ეტაპისთვის უცნობია,კონკრეტულად, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
ინფორმაციას "ტელეიმედი" ავრცელებს.
დაჭრილი წნორის ,,არქიმედეს" კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
0