გამომცხვარი ბუტერბროტები გამომცხვარი ბუტერბროტები />


  10:59:16     26-04-2011

გამომცხვარი ბუტერბროტები

a5287.jpg

მასალა: თეთრი პური – 1 ნაჭერი, კარაქი – 20 გრამი, დამარინადებული თევზი – 1 პატარა ფილე, უმი კვერცხის გული – 1 ცალი, დაფშხვნილი ბრინზა – 1 სუფრის კოვზი, დაფშხვნილი თეთრი პურის ნამცეცები – 1 სუფრის კოვზი, ტომატ-პიურე – 1 სუფრის კოვზი, გახეხილი ყველი – 1 სუფრის კოვზი, მწვანე სალათის ფოთლები, მწვანილი.

კვერცხის გულს შევურიოთ ბრინზა და პურის ნამცეცები, მოვათავსოთ კარაქწასმულ პურზე. ზემოდან დავადოთ თევზის ფილე და მოვასხათ ტომატ-პიურე. ქურა კარგად გავაცხელოთ და ბუტერბროტები ხუთი წუთით შევდგათ. შემდეგ მოვაყაროთ ყველი. სალათის ფურცლები დავაწყოთ თეფშზე და ზედ მოვათავსოთ ბუტერბროტები. თუ გვსურს, გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: