"გოგონა სანახევროდ დანაწევრებულია“- საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე კიდევ ორი ექიმი დააკავეს "გოგონა სანახევროდ დანაწევრებულია“- საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე კიდევ ორი ექიმი დააკავეს /> "/> " />


  23:42:21     07-05-2017

"გოგონა სანახევროდ დანაწევრებულია“- საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე კიდევ ორი ექიმი დააკავეს

a66052.jpg

საბერძნეთში გარდაცვლილი დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ექიმი დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გუშინ ბრალი 38 წლის ექიმს წარუდგინეს. ბერძნული მედიის ცნობით, მოკლული ქალი ბრალდებულის პაციენტი იყო. ოჯახის წევრების ვარაუდით, დიანა ბერიძე ექიმს ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომის გამო შემოაკვდა. 

„დადასტურებულია, რომ კიდევ 2 ქალბატონი არის დაკავებული. ეს არის ექიმის შეცდომა. როგორც ჩვენ დავადგინეთ, წამლის ზედმეტი დოზა აქვს მიცემული, რომლითაც პაციენტმა უკვე ვერ გამოიღვიძა. რომ შემოაკვდათ გოგონა, შემდეგ ვიდეოთვალებმა აჩვენეს, რომ იმავე დღის ღამის 11:00 საათზე 150 კილომეტრის დაშორებით ჰყავს გოგონა წაყვანილი ტყეში და ეს ადგილი იყო ამ ექიმის სოფელი. ინფორმაცია გვაქვს, რომ გოგონა არის სანახევროდ დანაწევრებული,“ - განაცხადა „რუსთავი 2“-თან დიანა ბერიძის მამიდამ, ნარგიზა ბერიძემ. 

მისივე თქმით, ექსპერტები იკვლევენ, არის თუ არა საქმე დაკავშირებული ორგანოების გაყიდვასთან. დიანა ბერიძის ცხედარი ბერძენმა სამართალდამცველებმა ცხრადღიანი ძებნის შემდეგ, სალონიკთან ახლოს, ტყეში იპოვეს. ქალის ცხედარი იმდენად დაზიანებულ იყო, რომ მისი იდენტიფიცირება ოჯახმა მხოლოდ სვირინგის საშუალებით შეძლო. დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში ექვსი წლის წინ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

წყარო 0

ავტორი: