10:20:11     05-05-2017
რატომ მოკლეს 26 წლის ახალგაზრდა ქალაქის შუაგულში - ავტომატით ჯერით?
ჯავახიშვილზე მომხდარი მკვლელობა პოლიციამ გახსნილად გამოაცხადა. შს სამინისტრო ირწმუნება რომ გიორგი შარაშენიძის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო სამი პირი დააკავეს.
თუმცა, გამოძიება არც ეჭვმიტანილების ვინაობას ასახელებს და არც მკვლელობის მოტივს.
პოლიციას საზოგადოებისათვის ამ დრომდე არ განუმარტავს, რატომ მოკლეს 26 წლის ახალგაზრდა ქალაქის შუაგულში - ავტომატით ჯერით.
არადა, მაშინ, როდესაც შს სამინისტრო დანაშაულის შემცირებაზე საუბრობს, ხოლო შს მინისტრი თავისივე თანამშრომლებს ბალასტს უწოდებს, ახალგაზრდებს ქუჩებში ცხრილავენ.
შეგახსენებთ რომ გუშინწინ კიდევ ერთი თავხედური დანაშაული მოხდა. 26 წლის გიორგი შარაშენიძე ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტომატით ჩაცხრილეს საკუთარ ავტომობილში.
უმძიმესად დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდა შველას ითხოვდა. ის საავადმყოფოში გამვლელმა წაიყვანა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს...
0