10:04:41     05-05-2017
ქუთაისში 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საფიჩხიის დასახლებაში მოხდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შსს-ის ინფოემაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
0