23:44:12     03-05-2017
შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (108-ე - განზრახ მკვლელობა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) დაიწყო.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის, ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 26 წლის მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა საკუთარ ავტომობილში მიაყენეს. ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.