13:27:17     03-05-2017
ოცნებების სასაფლაო

ეს სამწუხარო რეალობა კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, რაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.
გაუფასურებული ლარის, გაზრდილი კრიმინალის, კიდევ უფრო მეტად გაღარიბებული საქართველოს პარალელურად, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი, „ოცნების“ მაისურით, პირდაპირ სანაგვე ურნიდან მოიპოვებს სარჩოს.
არადა, როგორც ჩანს, ამ ადამიანს, ისევე როგორც ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, გულწრფელად სჯეროდა რომ 2012 წლის შემდეგ, ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდებოდა, ხოლო მის მოქალაქეებს, სამსახური და ღირსეული შემოსავალი ექნებოდათ...
თუმცა, ოცნება არ ახდა.
ყოველ შემთხვევაში რიგითი ადამიანებისათვის...
განსხვავებით იმ გაზულუქებული ჩინოვნიკებისაგან, რომლებიც პრემია-დანამატებს იღებენ და თანამდებობაზე ნეპოტიზმის წყალობით მოხვდნენ.
ჩვენს მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ჩინოვნიკები მდიდრდებიან, ხოლო ოცნებებდამსხვრეული ადამიანები სანაგვე ურნებს ჩხრეკენ და ასე ინარჩუნებენ სიცოცხლეს.
0