15:48:57     02-05-2017
განცხადება-მუზეუმების გაერთიანება
თბილისის მუზეუმების გაერთიანება ეხმაურება საინფორმაციო-პოლიტიკურ, საზოგადოებრივ-შემეცნებით პორტალში „ქართული აზრი“ გავრცელებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას – 2017 წლის 20 აპრილს დიანა ლიპარტელიანის საავტორო რუბრიკაში განთავსდა ჟურნალისტი მაკა რაზმაძის ინტერვიუ, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავას ქალიშვილს, თამთა კოსტავას, მამის მემორიალურ სახლ-მუზეუმში არ უშვებენ; ციტატა სტატიიდან: „ერთ დეტალს გავუსვამ კიდევ ხაზს – თამთას მუზეუმზე სწყდებოდა გული… მერაბ კოსტავას სახლი მუზეუმად, სახელმწიფო ორგანიზაციად გადაკეთდა და ამ მუზეუმში თამთას არ უშვებდნენ. დამირეკა, გულნატკენი იყო… ტიროდა. მას ქონება არ სჭირდება, მერაბისნაირია… თამთას ყურადღება სჭირდება.“
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საინფორმაციო პორტალში ზემოთაღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება – თამარ კოსტავა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ დაფუძნების (29.07.2016) შემდეგაც რჩება „ქალაქ თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის“ თანამშრომლად და შრომითი ხელშეკრულებისა და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, დასაქმებულია კონსულტანტის თანამდებობაზე.
0