12:39:03     02-05-2017
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დღეს მეორედ დააკავეს
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს.
მიქავა გუშინ სამხარეო პოლიციამ აიყვანა, დღეს დილით მისი გაშვებისთანავე კი საპატრულო პოლიციამ დააკავა და ის კვლავ საექსპერტო-კრიმინალისიტკურ დეპარტამენტში გადაიყვანა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე.
შსს-ში ადასტურებენ, რომ მიქავა დაკავებულია, თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს არგასაღების მიზნით.
0