11:54:35     02-05-2017
დაბი ჯგუფი საქართველოს საინვესტიციო გარემოს აფასებს და სამომავლო გეგმებზე განცხადებას ავრცელებს

„დაბი ჯგუფის“ წარმომადგენელი - ანდრო ბეშეი საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და მედიაში ბოლო დროს გავრცელებულ კომენტარებს ეხმაურება:
„დაბი ჯგუფი წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე სასტუმროებისა და საბანკო სფეროს მიმართულებით. ჩვენ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, ყოველთვის ვგრძნობთ მთავრობის მხარდაჭერას, დადებითად ვაფასებთ ბიზნესგარემოს და გვჯერა, რომ ამ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ასევე ვენდობით სასამართლო სისტემას და იუსტიციის სამინისტროს და გვჯერა, რომ კანონის ფარგლებში დაცული იქნება როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელი ინვესტორების უფლებები.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ დაბი ჯგუფის დამფუძნებლების სახელით განცხადებების გაკეთების უფლება მხოლოდ მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს - მე და ბატონ სემი ედვარდს გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ საქართველოში საქმიანობას განვაგრძობთ და გრძელვადიანი გეგმები გვაქვს“.
„დაბი ჯგუფი“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხის - ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის მფლობელობაშია. ჯგუფი საქართველოში ფლობს ტერაბანკს და სასტუმრო ბილტმორს. მისი ინვესტიციის საერთო მოცულობა 250 მილიონ დოლარს აღემატება.
0