10:12:23     01-05-2017
გლდანში აფთიაქი გაძარცვეს
გლდანის მე-7 მიკრორაიონში აფთიაქი გაძარცვეს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
სხვა დეტალები მომხდარის შესახებ ჯერ უცნობია.
0