მოშუშული მწვანე ლობიო მწვანილით მოშუშული მწვანე ლობიო მწვანილით />


  11:15:02     23-04-2011

მოშუშული მწვანე ლობიო მწვანილით

a5229.jpg

მასალა: მწვანე ლობიო – 500 გრამი, ხახვი – 250 გრამი, ზეთი – 100 – 150 გრამი, რეჰანი – 4 ღერი, ქონდარი, პიტნა, ოხრახუში, ტარხუნა – 3-3 ღერი, წიწაკა და მარილი – გემოვნებით.

 

მწვანე ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით და გადავიტანოთ საწურზე. წვრილად დაჭრილი ხახვი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ მცენარეული ზეთი და ვშუშოთ დარბილებამდე. შემდეგ შევურიოთ მოხარშული ლობიო, დავამატოთ დანაყილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ცოტა ზეთი და განვაგრძოთ მოშუშვა კიდევ 10 წუთს.

0

ავტორი: