00:21:32     25-04-2017
უკრაინული Voice-ის გამარჯვებული მართლმადიდებელი სასულიერო პირი გახდა
უკრაინული Voice-ის გამარჯვებული 33 წლის დეკანოზი ალექსანდრ კლიმენკო გახდა. პროექტზე მისი მენტორი მომღერალი ტინა კაროლი გახლდათ.
გამარჯვებამ მღვდელს უფასოდ სიმღერისა და კლიპის ჩაწერის საშუალება მისცა, ასევე 3-თვიანი როტაცია რადიო Хит ФМ-ზე და ბინა კიევში.
როგორც პორტალი Mignews-ი წერს, ყველა პრიზი, ბინის გარდა, კლიმენკომ მეორე ადგილის მფლობელ ინგრედ კოსტენკოს გადასცა.
0