12:10:40     24-04-2017
მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს ოთხი წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ის მეოთხე თვეა, პატიმრობაშია.
სასამართლო სხდომას პირველი ლედიც ესწრებოდა.
0