12:18:51     19-04-2017
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
ცოლის მკვლელობისთვის ვახტანგ სამხარაძეს 11 წელი მიესაჯა.
საქმე ეხება, 2017 წლის 4 იანვარს, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ მკვლელობას. ვახტანგ სამხარაძემ ცოლი თოკით გაგუდა.
მოკლული ქალის ოჯახის წევრები მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ვახტანგ სამხარაძეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
0