ელისო კილაძის შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ელისო კილაძის შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა />


  11:15:53     19-04-2017

ელისო კილაძის შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

a65282.jpg

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის შვილი, დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ხარშილაძე უკანონოდ არის დაპატიმრებული, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ პატიმრად მაქციეს“, ამის შესახებ ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე გამოაცხადა, რომ დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს.

დღევანდელ პროცესზე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ხარშილაძის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ოქმები გაყალბებულია.

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

0

ავტორი: