11:32:27     22-04-2011
დეივ სტიუარტი, 16 წლის შემდეგ
ჯგუფ “Eurythmics” – ის დამფუძნებელი დეივ სტიუარტი, 2011 წლის ივნისში ალბომს, სახელწოდებით “The Blackbird Diaries“ გამოუშვებს. ამის შესახებ საიტი “Contactmusic” იუწყება. ფირფიტა მუსიკოსის პირველი სოლო ნამუშევარი იქნება, ბოლო 16 წლის განმავლობაში.
“The Blackbird Diaries” – ის მომზადების პროცესში მონაწილეობა მიიღეს ბობ დილანმა, ქანთრი შემსრულებელმა მარტინა მაკბრაიდმა და “Fleetwood” – ის ვოკალისტმა მას სტივ ნიკსმა. ამ უკანასკნელმა სტიუარტის დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მომღერალმა მის ალბომზე “In Your Dreams“ პროდიუსერის რანგში იმუშავა. ნიკსის ეს ფირფიტა 2011 წლის მაისში გამოვა გაყიდვაში.
“The Blackbird Diaries” კი 12 კომპოზიციისგან შედგება. ალბომის მიხედვით უკვე ფილმიცაა გადაღებული, რომლის თრეილერის ნახვა სტიუარტის საიტზეა შესაძლებელი. დღეისათვის, დეივ სტიურტისთვის უკანასკნელი სრულფასოვანი ალბომი 1994 წელს გამოშვებული “Greetings from the Gutter” – ია. უკანასკნელ წლებში მომღერალი სხვადასხვა შემსრულებლებთან პროდიუსერის და თანაავტორის სტატუსით თანამშრომლობდა. მათ შორის იყვნენ: მიკ ჯაგერი, ბრაიან ფერი და სხვები. 0