15:29:14     18-04-2017
ახალციხეში მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, დღეს დილით, 82 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, გარდაცვლილი გუშინ, 17 აპრილს, მიცვალებულების მოხსენიების დღეს, მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, დაბრუნებულმა კი თქვა, რომ "მეუღლე მოენატრა".
შშს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0