ომი ტაძრის შესასვლელისთვის ომი ტაძრის შესასვლელისთვის />


  11:10:06     22-04-2011

ომი ტაძრის შესასვლელისთვის

a5185.jpg

ადრიან დილით, ტაილანდისა და კამბოჯას საზღვარზე, ორი ქვეყნის სამხედროებს შორის სროლა ატყდა.

 

სასაზღვრო პროვინცია სურინის ხელისუფლებამ უკვე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პირველი ცეცხლი კამბოჯელმა ჯარისკაცებმა გახსნეს. ამ დროისათვის, ტაილანდი რამდენიმე ასეული თავისი მოქალაქის ევაკუაციას ახორციელებს, რომელნიც საზღვრის მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ.

 

კამბოჯას ხელისუფლებას მომხდარ ფაქტზე, ჯერჯერობით, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. დაშავებულთა შესახებაც ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

ცნობილია, რომ ორ ქვეყანას შორის პერიოდულად წარმოქმნილი კონფლიქტის მიზეზი პრეა ვიჰეას ტაძარია. ხუროთმოძღვრების ძეგლი კამბოჯას ტერორიტორიაზეა განთავსებული, თუმცა შესასვლელი ტაილანდის მხრიდანაა. გაეროს გადაწყვეტილებით, ტაძარი 1962 წლიდან კამბოჯას ეკუთვნის.
0

ავტორი: