სირიაში  კოალიციურმა ძალებმა "ისლამურ სახელმწიფოზე" ავიაიერიში მიიტანეს სირიაში კოალიციურმა ძალებმა "ისლამურ სახელმწიფოზე" ავიაიერიში მიიტანეს /> "/> " />


  16:03:02     13-04-2017

სირიაში კოალიციურმა ძალებმა "ისლამურ სახელმწიფოზე" ავიაიერიში მიიტანეს

a65149.jpg

ეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, კოალიციურმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საწყობზე, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა, ავიაიერიში მიიტანეს. მედიის და სირიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, საერთაშორისო კოალიციის მიერ დეირ-ეზ-ზორში, „ისლამური სახელმწიფოს“ შტაბზე და საწყობებზე ავიადარტყმის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.

სირიის გენშტაბის ცნობით, იერიშის ტერიტორიაზე წარმოიქმნა კვამლის თეთრი ღრუბელი, რომელიც მოგვიანებით გაყვითლდა, რაც ტერორისტების საწყობში დიდი ოდენობით ქიმიური იარაღის არსებობაზე მიუთითებს. გენშტაბი აქვე დასძენს, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიურ იარაღს არ ფლობს. 
ქიმიური იარაღის საწყობის აფეთქება ადასტურებს იმას, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ქიმიური იარაღი აქვთ. 

სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის  გამოყენების  საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში  მიიტანა, რასაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, შტატების "პროპორციული საპასუხო გადაწყვეტილება"უწოდეს.

0

ავტორი: