სენაკში 85 წლის მარტოხელა მოხუცი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ სენაკში 85 წლის მარტოხელა მოხუცი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ />


  15:42:16     13-04-2017

სენაკში 85 წლის მარტოხელა მოხუცი გაძარცვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

a65148.jpg

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეკლათში 85 წლის მარტოხელა მოხუცი მამაკაცი გაძარცვეს. ალექსანდრე ადამიას 2 თავდამსხმელი ბლაგვი იარაღით ფიზიკურად გაუსწორდა და 80 ლარი მოპარა.

დაზარალებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ერთი საათის წინ ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდა.

ადამია მომხდარს პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს, თუმცა გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

 

0

ავტორი: