10:13:28     13-04-2017
გივი ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს, გივი ბერიკაშვილს დღეს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში 15:00 საათზე დაკრძალავენ.
მანამდე, ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 12:00 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში 10 აპრილს გარდაიცვალა.
ცნობილი ქართველი მსახიობი ფილტვებზე არსებული პრობლემებით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
0