15:58:08     12-04-2017
გურჯანში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
გურჯაანში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს. პოლიციაში შესული შეტყობინების მიხედვით, 24 წლის ქალი ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, - ინფორმაციას „ტელეიმედი“ ავრცელებს.
მოტაცებული გოგონას ადგილსამყოფელი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0