12:50:44     12-04-2017
გიორგი მარგველაშვილმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ოთხი ქალია, აქედან სამი დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო ერთს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიამ სულ 579 პირის საქმე განიხილა.
0