14:42:48     11-04-2017
24 წლის დაჭრილი ბიჭი პოლიციის მანქანაში სამართალდამცავების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა (ვიდეო)
ტელეკომპანია "იბერიას" ინფორმაციით, ორთაჭალში, ბერძენის ქუჩაზე, 24 წლის დაჭრილი ბიჭი პოლიციის მანქანაში სამართალდამცავების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ბიჭი შელაპარაკების ნიადაგზე მამამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ცნობილი გახდა, რომ საპატრულო პოლიციას შელაპარაკების ნიადაგზე ფეხში დაჭრილი 24 წლის მამაკაცი ერთი საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდა და მის გამოკითხვას აწარმოებდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა დაგვიანდა...ხოლო, როდესაც ახალგაზრდამ თავი შეუძლოდ იგრძნო, პოლიციამ ის საავადმყოფოსკენ წაიყვანა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟს გზაში ბენზინი გაუთავდა.
გამოიძახეს ახალი ეკიპაჟი, თუმცა, 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ახალ ეკიპაჟში გადასმის შემდეგ, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, პატრულის მანქანაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი, კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პოლიციის მანქანას საწვავი გამოელია. ის მომხდარში არც პატრულს ადანაშაულებს, მიუხედავად იმისა რომ გარდაცვლილის მეზობელი ღიდ ჰყვება იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა...
ნახეთ ვიდეო: