კინტრიშის ხეობაში, მამაკაცის გვამი იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
0