იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა />


  12:35:53     06-04-2017

იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

a64771.jpg

იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

ახალგაზრდას გულ-მკერდისა და ფეხის არეში ორი ჭრილობა აქვს. 

შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს გამთენიისას იოსებიძის ქუჩაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

0

ავტორი: