12:22:08     06-04-2017
Dolce&Gabbana-მ სამზარეულოს ნივთების კოლექცია შექნა
Dolce&Gabbana-მ სამზარეულოს ნივთების კოლექცია შექნა. მრავალფეროვანი პალიტრის შთაგონების წყარო სიცილიური ატმოსფერო აღმოჩნდა.
ბრენდმა სამზარეულოს ნივთების კოლექცია კომპანია Smeg-თან ერთად შექმნა. ფერადი ყვავილებითა და ილუსტრაციებით მოხატულ ნივთებს შორისაა მიქსერები, ჩაიდნები, ბლენდერები, ტოსტერები და ყავის მანქანები. სიცილიის გავლენა ეტყობა გამოყვანილ ფიგურებსაც.
მათი აზრით სამზარეულოს ტექნიკას ესთეტიკური და ვიზუალური ღირებულებების ნაკლებობა ჰქონდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს რაღაც ახალი და მრავალფეროვანი შეეთავაზებინათ საზოგადოებისათვის.
გასულ წელს Dolce&Gabbana-მ და Smeg-მა მოხატული მაცივრების ლიმიტირებული კოლექცია შექმნეს, რომელთა საშუალო ღირებულებაც 33 ათასი დოლარი იყო.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ორი გაერთიანდა და საერთო ბრენდი შექმნა. ნამუშევრების დათვალიერება Salone del Mobile-ის გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.
0