10:11:19     06-04-2017
გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ
"ცენტრ პოინტის" საქმის "თეთრი მაგნოლიის" ეპიზოდზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. რჩეულიშვილების ადვოკატის მარი ცუცქირიძის განმარტებით, ამ საქმეზე დაკავებულ გუკა რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება და არ არის გამორიცხული, რომ ის დღევანდელი სასამართლო პროცესიდანვე გაათავისუფლონ.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ რაც მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით სხვა ეპიზოდზე 4-წლიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, უფლებადამცველი ამ ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ვერ ხედავს და ის სასამართლო პროცესზე შესაბამის შუამდგომლობასაც წამოაყენებს.
ადვოკატმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მარი ცუცქირიძე განმარტავს, რომ თუ პროკურატურა ორივე მხარისთვისთვის ხელსაყრელ პირობებს წამოაყენებს, დაცვის მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა.
"ცენტრ პოინტ მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გურამ რჩეულიშვილები არიან. მათ ბრალად მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვა ედებათ.დღევანდელი სასამართლო სხდომა 11-ის ნახევარზეა ჩანიშნული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს და "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობა-თანხების მითვისებაში ედებათ.
0