13:55:03     04-04-2017
ქუთაისში ქალაქის მერის მეუღლის მანქანა გაძარცვეს
ქუთაისში, ქალაქის მერის შოთა მურღულიას მეუღლის მანქანა გაძარცვეს. შემთხვევა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ღამით მოხდა.
ინფორმაციას "იმედი" ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ახლობლების ცნობით, ავტომობილს სარკეები მოხსნეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
0