საზარელი დანაშაული კახეთში - 81 წლის ქალი სასტიკად აწამეს და მოკლეს საზარელი დანაშაული კახეთში - 81 წლის ქალი სასტიკად აწამეს და მოკლეს />


  11:32:57     04-04-2017

საზარელი დანაშაული კახეთში - 81 წლის ქალი სასტიკად აწამეს და მოკლეს

a64645.jpg

საზარელი დანაშაული მოხდა კახეთში. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში 81 წლის ქალის ნახევრადდამწვარი ცხედარი მის კუთვნილ ვენახთან ახლოს ახლობლებმა აღმოაჩინეს. ოჯახის წევრების აცხადებენ, რომ მოხუცი აწამეს, მასზე სავარაუდოდ იძალადეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. ცხედართან ცივი იარაღიც იქნა ნაპოვნი.

„მარჯვენა ხელი ისე იყო დამწვარი, რომ მხოლოდ ძვლები იყო. დანებია აღმოჩენილი სადაც ეს ქალბატონი იყო. გამომძიებელს ვკითხე, დანებზე ანაბეჭდები თუ აიღეთ მეთქი და არ ამიღიაო. ცივი იარაღი ამოღებული გაქვს, სადაც ცხედარი იყო და ანაბეჭდები არა გაქვს გაკეთებული. მე სანამ პროკურორი არ მომცემს მითითებას ვერ გავაკეთებო“,- გარდაცვლილის ნათესავის ამ კომენტარს "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, მანამდე ვენახთან უცნობი მამაკაცებიც შენიშნეს, თუმცა, მათი ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.

„ყელზე თეთრად ჰქონდა გაჭერილი ზოლი. მითხრეს, რაღაცა აქვს შებმული და ნათრევიაო. შეიძლება ძალადობა იყო. აქ რომ ქეიფობდნენ მარტო დაიგულეს მთვრალებმა დაიჭირეს, დაახრჩეს თუ მოკლეს და დაწვეს. მთლად შიშველი ვიპოვეთ. დედაჩემს მიტოვებულ ადგილში რა უნდოდა“,- აღნიშნა გარდაცვლილის შვილმა ლელა სპანდერაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის დასკვნით, 81 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სხეულის თერმული დამწვრობა გახდა. 0

ავტორი: