11:18:13     04-04-2017
თელავში ყრუთა კავშირის რეგიონული ოფისი დაარბიეს
თელავში ყრუთა კავშირის რეგიონული ოფისი დაარბიეს. შემთხვევა არჩილ მეორის ქუჩაზე მოხდა.
ყრუთა კავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, უცნობი პირები შენობაში მაშინ შეიჭრნენ, როცა ისინი სადილობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროსადენები და არსებული ინვენტარი. როგორც ირკვევა, ეს შეჭრის პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო სამი კვირის განმავლობაში ანალოგიური ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
0