"გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის" "გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის" /> "/> " />


  13:44:00     03-04-2017

"გელა ხვედელიძეს ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის"

a64582.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მათივე განმარტებით, ამჟამად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმეზე დამატებითი დეტალები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება. 

არსებული ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ხვედელიძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ის „ნიუ ჰოსპიტალშია“ მოთავსებული. ყბა-სახის მოტეხილობა აქვს. მუცლის ღრუში დაზიანებები არ აღენიშნება და ამჟამად გონზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს მედპერსონალზე დაყრდნობით ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განუცხადა. 

”ამ დროის მდგომარეობით, რასაც გვეუბნებიან, ყბა-სახის მოტეხილობა აქვს, მუცლის ღრუში დაზიანებები არ არის, გონზეა და ველოდებით მკურნალ ექიმს. გამომძიებლები ჯერ არ შესულან, ხოლო ტანსაცმელი ექსპერტიზაზე გასაგზავნად დაილუქა”, - განაცხადა ელისო კილაძემ. 

ადგილზე ხვედელიძის ოჯახის წევრები, ახლობლები და გამოძიებლები იმყოფებიან.  0

ავტორი: