13:41:58     03-04-2017
15 მილიარდ 500 მილიონი - საქართველოს საგარეო ვალი სულ უფრო და უფრო იზრდება...

ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი სტაბილურად იზრდება. მაგალითად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 416 მილიონი დოლარით გაიზარდა, რის გამოც ჯამში 15.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია რომ საქართველოს საგარეო ვალი მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორსაც.
ექსპერტთა აზრით, საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წელს კვლავ მნიშვნელოვნად მოიმატებს, რაც ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით იქნება გამოწვეული.
0