11:18:06     03-04-2017
მაო ძედუნის პორტრეტი 12 მილიონ დოლარად გაიყიდა
ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მაო ძედუნის პორტრეტი 12 მილიონ 600 ათას დოლარად გაიყიდა. ცნობილი ნამუშევარი ჰონგ კონგში აუქციონზე გამოიფინა. პორტრეტი აზიელი წარმოშობის კერძო კოლექციონერმა შეიძინა.
როგორც Sotheby s-ის წარმომადგენლები ამბობენ, ჩინეთის ყოფილი ლიდერის პორტრეტის გაყიდვა 15 მილიონ დოლარად სურდათ. ამერიკელი ხელოვანის მიერ შექმნილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის, პორტრეტი 2007 წელს 17 მილიონ 400 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
მაო ძედუნის პორტრეტი გასული საუკუნის 70-იანი წლებში, უორჰოლის მიერ შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. აღსანიშნავია, რომ მისი ფასი ბოლო 3 წლის განმავლობაში 20 პროცენტით გაიზარდა.