17:04:41     31-03-2017
თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში მეორე ნომრად იმღერებს
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თაკო გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალურ საღამოზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.
ევროვიზიის ნახევარფინალებში კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის რიგითობა შოუს პროდიუსერებმა განსაზღვრეს.
პირველი ნახევარფინალი (9 მაისი):
1.შვედეთი; 2.საქართველო; 3.ავსტრალია; 4.ალბანეთი; 5.ბელგია; 6.მონტენეგრო; 7.ფინეთი; 8.აზერბაიჯანი; 9.პორტუგალია; 10.საბერძნეთი; 11.პოლონეთი; 12.მოლდოვა; 13.ისლანდია; 14.ჩეხეთის რესპუბლიკა; 15.კვიპროსი; 16.სომხეთი; 17.სლოვენია; 18.ლატვია.
მეორე ნახევარფინალი (11 მაისი):
1.სერბეთი; 2.ავსტრია; 3.რუსეთი; 4.მაკედონია; 5.მალტა; 6.რუმინეთი; 7.ნიდერლანდები; 8.უნგრეთი; 9.დანია; 10.ირლანდია; 11.სან მარინო; 12.ხორვატია; 13.ნორვეგია; 14.შვეიცარია; 15.ბელარუსი; 16.ბულგარეთი; 17.ლიტვა; 18.ესტონეთი; 19.ისრაელი.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
0