00:31:30     31-03-2017
მარნეულში ცოლმა ქმარი და ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში ცოლმა ქმარი და ახალგაზრდა კაცი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ქალსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მან კაცი ცივი იარაღით დაჭრა. აღნიშნულ ფაქტს მისი ქმარიც შეესწრო, რომელმაც ასევე სხეულის დაზიანებები მიიღო."ჩემი რძალი სახლში მარტო იყო, ამ მომენტით ისარგებლა ჩვენი კარის მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცმა და სახლში შევიდა. მას ქალზე ძალადობა სურდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა", - აცხადებს ოჯახის წევრი.
დაშავებულები მარნეულში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ორი კაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი ქალი კი პოლიციელებმა დააკავეს, თუმცა დაკითხვის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.
0