ბლინის ტორტი მარწყვით ბლინის ტორტი მარწყვით />


  15:39:44     29-03-2017

ბლინის ტორტი მარწყვით

a64411.jpg

ფქვილი 250 გ

რძე 3 ჭიქა

შაქარი 2 ს/კ

კვერცხი 5 ცალი

მწიკვი მარილი

მწიკვი ვანილი

ზეთი 5 ს/კ

კრემი:

რძე 500 მლ

სიმინდის სახამებელი 1 ს/კ

შაქარი 120-150 გ

ფქვილი 1/3 ჭიქა

კვერცხის გული 3 ცალი

შედედებული რძე 2 ს/კ

ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ/კ

მწიკვი მარილი

კარაქი 100 გ

მარწყვი 300 გ


კვერცხი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ზეთი, რძე, ფქვილი, მარილი და ვანილი. მიღებული ცომით გამოვაცხოთ ტხელი ბლინები და გავაგრილოთ.
კრემის ინგრედიენტები კარაქისა და შესქელებული რძის გარდა, გავთქვიფოთ და დავდგათ ცეცხლზე, მუდმივი მორევით წამოვადუღოთ და მოვხარშოთ კრემი. ცხელ კრემს 1 ს.კ. კარაქი შევურიოთ და გავაცივოთ.
შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ, შევათქვიფოთ მოხარშული კრემი.
ბლინის 2-3 ფენა ჩავაფინოთ ჯამში ან სხვა სასურველ ფორმაში. 2-3 ფენას წავუსვათ კრემი, დავჭრათ რულეტებივით და როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ჩავაწყოთ ჯამში და წავუსვათ კრემი. ფორმაში ბლინის ფენები, კრემი და თხლად დაჭრილი მარწყვი მონაცვლეობით მოვათავსოთ, ბოლოს გადავაფაროთ ბლინი და მაცივარში შევდოთ 3 საათით. 
მზა ტორტი გადმოვაბრუნოთ თეფშზე და კრემითა და მარწყვით მოვრთოთ. 0

ავტორი: