უგემრიელესი ჩებურეკები არაყზე მოზელილი ცომით უგემრიელესი ჩებურეკები არაყზე მოზელილი ცომით />


  14:45:01     29-03-2017

უგემრიელესი ჩებურეკები არაყზე მოზელილი ცომით

a64393.jpg

ფქვილი 4 ჭიქა

წყალი 250 მლ (1,3 ჭიქა)

არაყი 2 ს/კ

კვერცხი 1 ცალი

ზეთი ცომისთვის, 2 ს/კ

მარილი 0,5 ჩ/კ

საქონლის და ღორის შერეული ფარში 700-800 გ
ხახვი 2 ცალი

დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად


აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მასში მარილი და ზეთი. ადუღებულ წყალშივე ჩაყარეთ 1/2 ჭიქა ფქვილი და კარგად ოურიეთ, რომ სრულიად გაიხსნას ფქვილი. გააჩერეთ, რომ გაცივდეს.
შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და არაყი, კარგად აურიეთ და ჩაყარეთ დანარჩენი ფქვილი.მოზილეთ ცომი.
ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ, თუ საჭიროა, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი.
და გადადეთ ცომი გვერდით, რომ ცოტა ამოფუვდეს.
30 წუთში კვლავ ჩაზილეთ ცომი და ისევ გააჩერეთ 30 წუთი.
სანამ ცომი ამოდის, გააკეთეთ გულსართი. გაფცქვენით ხახვი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ მარილი და წიწაკა – ყველაფერი კარგად შეურიეთ ფარშში. შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუმატოთ ქორფა მწვანილი, ოხრახუში ან ქინძი.
მოჭერით ჩოგბურთის ბურთის ხელა ცომი და გააბრტყელეთ თხლად.
გაბრტყელებულ ცომზე ოათავსეთ ფარში (დაახლოებით 1,5 – 2 ჩ/კ), გაანაწილეთ ის ცომის ერთ მხარეს, გადააფარეთ მასზე ცომის მეორე ნაწილი და შეაწებეთ ბოლოები ისე, რომ ეცადოთ, ჰაერი გამოუშვათ ცომიდან.
შეწვით ჩებურეკები ფრიტიურში, ღრმა ტაფაში ან ქვაბში, რომელშიც ბლომად ზეთს გააცხელებთ. ჩაუშვით მასში ჩებურეკი და დაბრაწეთ საშუალო ცეცხლზე ყველა მხრიდან.
შემწვარი ჩებურეკები გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი. მიირთვით ცხელ-ცხელი. 0

ავტორი: