13:28:37     29-03-2017
მშობელმა შვილის პარალელურ კლასელ ბავშვს სასტიკად სცემა - რა მოხდა ბათუმში?
ინციდენტი მოხდა ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს, მეორე კლასელ ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ფაქტს მანდატური, მშობლები და მოსწავლეები შეესწრნენ და სასწრაფოდ სკოლის დირექტორს აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორმა პოლიცია გამოიძახა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ირკვევა რომ, კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ მოძალადე მამაკაცის ქალიშვილს და ბიჭუნას შორის "რაღაც გაუგებრობა" იყო, რის გამოც მშობელმა გადაწყვიტა რომ თავად გაერკვია ეს "გაუგებრობა," - აცხადებენ სკოლაში. დეტალები გამოძიების დასრულებამდე არ ხმაურდება.
0