13:04:38     20-04-2011
ქერის სუპი ძროხის ხორცით
მასალა: 8 ჩაის ჭიქა ძროხის ხორცის ბულიონი, მოხარშული ძროხის ხორცი – რამდენიმე პატარა ნაჭერი, 2 კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, 1 ჩაის ჭიქა ქერის ბურღული, გახეხილი ყველი პარმეზანი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
გავაცხელოთ ბულიონი, ჩავაყაროთ სტაფილო და ქერი. ვხარშოთ 25-30 წუთი, ვიდრე ქერი ნაზი არ გახდება. დავამატოთ ძროხის ხორცის ძალიან წვრილად დაჭრილი ნაჭრები, მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი. 0