საქართველოში უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს საქართველოში უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს />


  02:33:26     29-03-2017

საქართველოში უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

a64362.jpg

საქართველოში უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი 25 მარტს დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენპროკურორ იური ლუცენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„Гмадлобт мегобребі!“ - ამ სიტყვებით გამოხატავს იური ლუცენკო მადლიერებას ქართველი კოლეგების მიმართ.

ლუცენკოს განმარტებით, კირიუშინს იანუკოვიჩის დანაშაულებრივ საქმიანობაში თანამონაწილეობა ბრალდება. ​

„საქართველოს თემიდამ მიიღო გადაწყვეტილება, 90 დღის განმავლობაში ის დროებით იყოს დაკავებული, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს“, - წერს გენპროკურორი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

0

ავტორი: