12:59:33     20-04-2011
სალათა “მთა”
მასალა: ქათამი (მოხარშული ფილე) – 400 გრამი, ლორი – 80 გრამი, შვეიცარიული ყველი – 60 გრამი, მოხარშული სტაფილო – 2 ცალი, კიტრი – 1 ცალი, ნიახური – 20 გრამი, მაიონეზი – 4 სუფრის კოვზი, ლიმონის წვენი – 2 სუფრის კოვზი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
ქათმის ფილე, ლორი და ყველი დავჭრათ წვრილ კუბიკებად, გაწმენდილი სტაფილო და კიტრი – მსხვილ ნაჭრებად. ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში, მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მივცეთ “მთისებური” ფორმა, მოვასხათ მაიონეზი და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ნიახური.
0