ქრთამის აღებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს ქრთამის აღებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს />


  10:59:05     23-03-2017

ქრთამის აღებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

a64080.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული  ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  „სურსათის ეროვნული სააგენტოს,“  კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის  სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ -  ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.

0

ავტორი: