01:07:56     23-03-2017
"მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა

ფილმში "მანდარინები" მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა "მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი", - წერს ფესიბუქის საკუთარ გვერდზე ზაზა ურუშაძე.
ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე ესტონეთმა ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" წარადგინა. "მანდარინები" ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ევრიმაჟის დახმარებით შეიქმნა.