სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს />


  10:34:12     21-03-2017

სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

a63935.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის - სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელების აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.  საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.  

მათივე ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

0

ავტორი: