10:15:20     19-04-2011
ფარშირებული სოკო
მასალა: 20 ცალი საშუალო ზომის შამპინიონი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 4 სუფრის კოვზი გახეხილი, შვეიცარიული ყველი, 4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი წითელი პილპილი, მეოთხედი ჩაის კოვზი შავი პილპილი.
სოკოს ქუდი და ფეხი გავაცალკევოთ, ქუდს დავასხათ წყალი, ლიმონის წვენთან ერთად. შემდეგ წყალი გადავაქციოთ. სოკოს ფეხი დავჭრათ და ავურიოთ ყველს, ხახვს, ზეთის ნაწილს და შევწვათ. შემწვარი მასით გამოვტენოთ ქუდები. დარჩენილი ზეთი დავასხათ ჭურჭელზე და მოვათავსოთ ფარშირებული სოკოები. გავაჩეროთ ქურაში, 190 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე. სუფრაზე მიტანამდე, თუ გვსურს, ყოველ სოკოზე ზემოდან მოვათავსოთ დაფხვნილი ორცხობილა და გავაფორმოთ მწვანილით. 0